„ბავშვობაში, ყოველთვის, ყველაფერს საკუთარ თავს ვაბრალებდი... რეალურად, მე ვიყავი მსხვერპლი“ - ინტერვიუ სოფი ნურაშვილთან

სოფი ნურაშვილი

„პრაიმტაიმი“ „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, ბლიც ინტერვიუს გთავაზობთ. ამჯერად, ჩვენი რესპონდენტი მეოთხე სეზონის მონაწილე, სოფი ნურაშვილია.

- რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?

- ბავშვობაში ძალიან ბევრ რამეზე ვოცნებობდი... პირველ რიგში, დიდ ეკრანზე მინდოდა გამოჩენა და გრძელი თმის ტარება. ბავშვობაში კარეს, ან მოკლე თმას ვატარებდი, დრო არავის ჰქონდა, რომ თმისთვის მიეხედა. დედაჩემი ექიმი იყო, ძალიან დაკავებული. თხელი წინდებით (ჩულქებით) ვიგრძელებდი ხოლმე. ვიჯექი სარკესთან და ვითომ წამყვანი ვიყავი. ეს ავიხდინე. ასევე ბიონსეს ნახვა იყო ჩემი ოცნება, ვიყავი კონცერტზე. ვოცნებობდი, რომ ძლიერი, შემდგარი ქალი ვყოფილიყავი და დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. ბევრი ადამიანის დახმარების სურვილი მქონდა.

- რისი ნიჭი გინდოდა რომ გქონოდა?

- ორს გამოვკვეთ: პირველი, ეს იყო სიმღერის ნიჭი მქონოდა და მეორე, ჯეკი ჩანივით მეჩხუბა. არ მინდა ეს სიტყვები ბანალურად ჟღერდეს. უსამართლობას როცა ვგრძნობდი, სიტყვიერად ვერ ვიცავდი ჩემს თავს. როცა მჩაგრავდნენ, ცუდად მაგრძნობინებდნენ თავს ასაკით დიდი ბიჭები, სულ მინდოდა ჯეკი ჩანივით მეჩხუბა, საკადრისი პასუხი გამეცა.

- ყველაზე მეტ დროს უთმობ...

- ყველაზე მეტ დროს ჩემს ქვეცნობიერს და იმ ადამიანებს, ვინც მხარში მიდგანან გაჭირვების ჟამსა და ყველაზე ბედნიერ მომენტებში.

- დედაჩემი მომკლავს თუ...

- დედაჩემი მომკლავს, თუ მოვკვდები, მართლა. სხვა მეტი არაფერზე... 

- სად იცხოვრებდი?

- მგონია, რომ ვცხოვრობ ყველგან... ჩემი სახლია საქართველო, ჰერეთი... ვიცხოვრებდი ევროპაში, ძალიან დიდი სიამოვნებით. მოკლედ, ყველგან ვიქნებოდი: ზამთარში ტროპიკებზე, ზაფხულში საქართველოში, ხან პირიქით. ჩემი სახლი იქაა, სადაც თავს მშვიდად ვგრძნობ.

- რამ გაგაოცა ბოლოს?

- ანა ქურდაძემ;

- პირველი სამსახური იყო?

- 200-ლარიანი ხელფასზე მოლარედ ვმუშაობდი. ასევე ვიყავი დაცვა, დამლაგებელი, კონსულტანტი, მენეჯერი... მაშინ 17 წლის ვიყავი. ბოლოს, ხელფასი ისე დამაკლეს, ის 200 ლარიც არ გადაუხდიათ. 

- რით ხარ გამორჩეული?

- სწრაფი ადაპტაციის უნარი გამაჩნია. 

- რით ხარ უკმაყოფილო?

- ჩვენ ვართ საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსები და არ მომწონს ჩემო ემოციურობა, რაც თან დამდევს. კიდევ კარგად ვარ, უფრო ემოციური ვიყავი,

- რის გარეშე ვერ იცხოვრებ?

- ჰაერის გარეშე. ჰაერის გარეშე 5 წუთზე მეტი ვერ ვიცოცხლებ, ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდება და კვდომას დაიწყებს. მერე ამას სხვა რაღაცები მოჰყვება...

- ყველაზე მეტად რისი გრცხვენია?

- მრცხვენია... როდესაც მე ვიყავი მსხვერპლი, მიმაჩნდა, რომ ყველაფრის პროვოცირებას მე ვიწვევდი. საუბარი ბავშვობაზე მაქვს...

- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრა, რატომ იყავი მსხვერპლი?

- ყოველთვის საკუთარ თავს ვაბრალებდი ისეთ რაღაცებს, როდესაც მე ვიყავი ბავშვი, რეალურად, მე ვიყავი მსხვერპლი. საკუთარ თავს ვაბრალებდი, რომ ვიწვევდი პროვოცირებას. ამაზე მეტად აღარ ჩავშლი. ეს არ იყო ოჯახში...

- სამი სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი...

- მხიარული, ძლიერი, ცნობისმოყვარე...

- ბოლოს რაზე იტირე?

- როცა გამახსენდა წარსულში ის სოფო, რომელმაც აქამდე მომიყვანა...

- მომენტი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება

- როდესაც პატარა სოფოს ავუხდინე ყველაზე დიდი ოცნება და ბიონსე ძალიან, ძალიან ახლოს ვნახე. სამი საათის განმავლობაში, მასთან ახლოს ვიყავი და მსოფლიო ვარსკვლავს ვხედავდი. თუ ამერიკიდან ის ქალი და მე, ჰერეთიდან, პატარა ქალაქიდან, ერთ წერტილზე გადავიკვეთეთ, იმის მერე დავიჯერე, რომ ყველაფერი შემიძლია. ეს შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ იმდენად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის.... საკუთარ თავში დიდი ინვესტიცია ჩავდე.

- რას ნანობ?

- ძალიან ბევრ რამეს ვნანობ... ამ ეტაპზე არა, მაგრამ როცა სინანულის გრძნობა მაქვს, ჩემს საუბრებს გადავავლებ ხოლმე თვალს და ვნანობ, სხვანაირად რატომ არ ვუპასუხე მეთქი...

- რას შეცვლიდი?

- არაფერს. იქ ვართ, სადაც უნდა ვყოფილიყავი, ასე მჯერა.

- ოქროს თევზისთვის ერთი სურვილი იქნებოდა...

- დედაჩემი რომ სულ ჯანმრთელი და მხიარული იყოს...

- სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ?

„slay“; „come on“...

ასევე ნახეთ:

VIDEO: „ემოციური სტატუსი იყო ნამდვილად...“ - რა მოხდა სინამდვილეში და რას ჰყვება თათია შარანგია ხმაურიან ფეისბუკ პოსტზე

VIDEO: ოსიმენი და კვარა საშობაო ვახშამზე - მედიის ყურადღება მათმა სამოსმა მიიქცია

„საუცხოო წყვილი...“ - სალომე ღვინიაშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს