პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პარიზის მოდის კვირეული დაიწყო და ბალენსიაგამ 2023 წლის შემოდგომის კოლექცია უკვე წარადგინა. ეს ბრენდის პირველი ჩვენებაა მას შემდეგ, რაც ბალენსიაგა ბავშვების სექსუალიზებაში დაადანაშაულეს. ბალენსიაგას შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა და ქართველმა დიზაინერმა დემნამ 2023 წლის შემოდგომის კოლექციის წარსადგენ განცხადებაში მოდისა და ბალენსიაგასთან დაკავშირებული სკანდალის შესახებ ისაუბრა.
„მოდა ერთგვარ გასართობად იქცა და ეს ნაწილი ხშირად ჩრდილავს მის არსს, რომელიც მდგომარეობს ფორმებსა და ზომებში, სილუეტებში, სხეულსა და ქსოვილს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, სამხრეებისა და სამკლავურების შექმნასა და კიდევ იმაში, როგორ გვცვლის სამოსი ჩვენ", — განაცხადა დემნამ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბალენსიაგას სადღესასწაულო კამპანიამ, რომელშიც ბავშვები მონაწილეობდნენ, საზოგადოების დიდი კრიტიკა დაიმსახურა. ბრენდის საჩუქრების მაღაზიის კამპანიაში ბავშვები სათამაშო დათვის ჩანთებთან ერთად მონაწილეობდნენ, ხოლო დათვებს ბადიანი მაისურები და ტყავის აღჭურვილობა ეცვათ, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სექსთან და სექსუალურ ფანტაზიებთან ასოცირდა. სწორედ ამ კამპანიის გამო, ბალენსიაგა ბავშვების სექსუალიზებაში დაადანაშაულეს. კამპანიასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ ბალენსიაგამ და დემნამ საჯაროდ ბოდიში არაერთხელ მოიხადეს.