Balenciaga-მ სახლისათვის განკუთვნილი ნივთების ხაზის პირველი კოლექცია წარადგინა

ბალენსიაგა

მოდის სახლმა Balenciaga-მ სახლისათვის განკუთვნილი ნივთების ხაზის პირველი ლიმიტირებული კოლექცია წარადგინა.

Balenciaga Objects-ის კოლექცია აერთიანებს ისეთ ნივთებს, როგორებიც არის სამზარეულოს აქსესუარები და ნაკრებები, სახლის ფუნქციური, თუ დეკორატიული დეტალები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები. წარმოდგენილ კოლექციაში ცხოველებისათვის განკუთვნილ აქსესუარებსაც შეხვდებით.