Balenciaga ინსტაგრამზე “Garde-Robe” კოლექციით დაბრუნდა

ბალენსიაგა

გლობალური მასშტაბის სკანდალიდან თითქმის ორი თვის შემდეგ, ფრანგული მოდის სახლის ინსტაგრამზე ახალი პოსტები გამოჩნდა. ნაცრისფერი ფონის მინიმალისტურ ფოტოებზე, მოდელები “Garde-Robe” კოლექციით არიან წარმოდგენილნი.

“Garde-Robe” ბალენსიაგას შედარებით ახალი ხაზია, რომელიც ბრენდის ქართველმა კრეატიულმა დირექტორმა, დემნამ 2022 წლის მაისში, ნიუ-იორკში გამართულ ჩვენებაზე წარადგინა. ხაზი მეტწილად ფორმალური და საქმიანი სტილის ტანისამოსისგან შედგება.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Balenciaga 🕊 (@balenciaga)

გასული წლის ნოემბერში, Balenciaga-მ საყოფაცხოვრებო ნივთების ხაზის რეკლამა გამოაქვეყნა, რომელშიც მცირეწლოვანი ბავშვები მონაწილეობდნენ. რამდენიმე ფოტოზე, ბავშვებთან ერთად, აღბეჭდილი იყო ე.წ. teddy bear-ის ფორმის ჩანთები, რომლებიც ტყავის, BDSM ელემენტებით არის გაფორმებული. კამპანიის ფოტოგრაფი გაბრიელ გალიმბერტი გახლდათ. გაბრიელი National Geographic-ის ფოტოგრაფია და თავისი ერთ-ერთი პროექტის, „სათამაშოების ისტორიების“ ფარგლებში, ბავშვებს თავიანთი საყვარელი სათამაშოებით გარშემორტყმულებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იღებს. Balenciaga-ს კამპანიაც ამ კონცეფციას ეფუძნებოდა. თუმცა სკანდალი არა კონცეფციამ, არამედ ფოტოებზე ბავშვებთან ერთად აღბეჭდილმა შეუსაბამო პროდუქტებმა გამოიწვია.