17 სექტემბერს შუქი გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი

შუქი

17 სექტემბერს შუქი გაითიშება. ინფორმაციას „თელასი" ავრცელებს. 

„სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის-3 ზემო პლატოს II მიკრორაიონის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, იმედა კახნიაშვილის, ვიქტორ კუპრაძის, ჯავახეთის, თრიალეთის, ხომლელის და ქააძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ლილოს სამრეწველო ზონის, ლილოს დასახლების, მეფრინველეთა დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, სამგორის დასახლების, ელენე გოკიელის, ევგენი აფხაზავას, თენგიზ სტურუას, დავით კობახიძის, ზურაბ ნამორაძის და ჭირნახულის ქუჩების მოსახლეობას",- ნათქვამია განცხადებაში.