მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
პრემიერიდან სულ რაღაც ცამეტ დღეში, Avatar-ის გაგრძელება Avatar: The Way Of Water-ის გლობალურმა შემოსავალმა სალაროებში $1-მილიარდიანი ნიშნული გადალახა. Deadline-ის მონაცემებით, მხოლოდ საშობაოდ, შაბათ-კვირას ფილმმა $900 მილიონის გამომუშავება შეძლო.
რეჟისორ ჯეიმს კამერონის განცხადებით, The Way Of The Water-ი, მოგების მისაღებად, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი უნდა გახდეს. კამერონის გათვლებით, Avatar-ის მეორე ნაწილს მინიმუმ $2 მილიარდის გამომუშავება სჭირდება. საშინაო დებიუტის პირველ შაბათ-კვირას კინოსურათმა დაახლოებით $134 მილიონის, გლობალურად კი $434.5 მილიონის გამომუშავება მოახერხა.