„ავადმყოფურად მიყვარხარ და სულ მეყვარები“- ჯარჯი თორაძემ მეუღლეს საუზმე საწოლში მიართვა

თათია

პიანისტი და ტელეწამყვანი, თათია შარანგია დაქორწინდა. მისი რჩეული ზაზა თორაძის შვილი, ჯარჯი თორაძეა.  

თათია, „ფეისბუკ“ სთორიზე მეუღლის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მას ჯარჯი საუზმეს საწოლში მიართმევს. 

„მიყვარხარ ყველაზე მეტად! რა კარგია, რომ ერთმანეთს სწორ დროს შევხვდით და ზუსტად ვიცით თითოეული წამის შერგება და ამ სიყვარულით ტრფობა! Love you hubby“,- წერს თათია. 

ჯარჯი, ამ პოსტის კომენტარებში, მეუღლეს კიდევ ერთხელ უხსნის სიყვარულს. 

„როგორ გამახარე ამ დილამშიდობისაში. სწორ დროს შევხვდით და ყველაზე სწორად გავუგეთ ერთმანეთს და ყველაზე სწორები ვართ მე და შენ ერთმანეთთან. ავადმყოფურად მიყვარხარ და სულ მეყვარები“, - წერს ჯარჯი თორაძე. 

ასევე ნახეთ:

„ასეთი დედამთილი მყავს“ - რას წერს თათია შარანგია

ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, დანით ექვსი ადამიანი მოკლეს - ჩინეთი

„უიღბლობასაც არ ჰქონია საზღვარი, იმაზე მეტად და მტკივნეულად ჩამწყდა გული, ვიდრე მაშინ...“ - რას წერს მესტიაში გარდაცვლილის ნაცნობი