საბავშვო ბაღში კაცმა 6 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი, ცივი იარაღით მოკლა - ჩინეთი

საბავშვო ბაღში დანით ექვსი ადამიანი მოკლეს

ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, გუანდონგის პროვინციაში საბავშვო ბაღში დანით ექვსი ადამიანი მოკლეს, მათ შორის სამი ბავშვი.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, საქმეზე 25 წლის მამაკაცი უკვე დააკავეს. მათ შემთხვევას „განზრახ თავდასხმა“ უწოდეს.

მედიის ინფორმაციით, ბავშვების გარდა, დაზარალებულები არიან მასწავლებლები და ორი მშობელი.

სამართალდამცავი უწყების მიერ შემთხვევის ადგილი ამ დრომდე გადაკეტილია. უცნობია, რა გახდა თავდასხმის მოტივი.

ასევე ნახეთ:

თუ მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდას ახალციხეში აბარებთ, ეს ინფორმაცია ნახეთ

„10, 19 და 28 ივლისი“ - ასტროლოგები გვაფრთხილებენ რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეებში

„უიღბლობასაც არ ჰქონია საზღვარი, იმაზე მეტად და მტკივნეულად ჩამწყდა გული, ვიდრე მაშინ...“ - რას წერს მესტიაში გარდაცვლილის ნაცნობი