14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელია – ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
1757793748
კენიონ უილსონმა, რომელიც ტენესის უნივერსიტეტის პროფესორია, თავისი სტუდენტები დატესტა, რათა გაეგო, სილაბუსს კითხულობდნენ თუ არა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
პროფესორმა სილაბუსის ბოლოში ფულადი ჯილდოს ადგილსამყოფელი და კარადის კოდი დაწერა. ვინც პირველი ნახავდა ამ მინიშნებას, ის 50 დოლარს იპოვიდა. თუმცა სემესტრის ბოლოს, როცა პროფესორმა კარადა შეამოწმა, ფული ისევ ადგილზე იყო.
კურსს 71 სტუდენტი ესწრებოდა, თუმცა სილაბუსი არავინ წაიკითხა იმის მიუხედავად, რომ პროფესორმა ისინი გარკვეული ცვლილებების შესახებ გააფრთხილა.
უილსონმა ჯილდოს ადგილსამყოფელი ფინალურების შემდეგ შეამოწმა და როცა ფული ისევ ადგილზე დახვდა, ამ ამბის შესახებ ფეისბუქზე დაპოსტა. პოსტი მალევე გახდა პოპულარული და ამ ამბავმა სტუდენტებიც გაამხიარულა.