1728312638
ესპანელმა ფეხბურთელმა დაბადების დღე ბათუმში აღნიშნა - ფოტო/ვიდეო
კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად „ტრაბზონსპორში“ თამაშობს, დაბადების დღე ბათუმში აღნიშნა.
ესპანელ ფეხბურთელს, მარკ ბარტრს 15 იანვარს 32 წელი შეუსრულდა, ცოტა ხნის წინ კი, ფეხბურთელმა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკურორტო ქალაქიდან სოციალურ ქსელში ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნა, რომლის შემდეგაც გავიგეთ, რომ ბარტრა დაბადების დღის კვირეულს ბათუმში აღნიშნავს.
ცნობილი ფეხბურთელი ბათუმში მეუღლესთან ერთად იმყოფება.
View this post on Instagram
მარკ ბარტრა სხვადასხვა წლების განმავლობაში „ბარსელონაში“, „ბეტისში“ და „ბორუსია დორტმუნდში“ თამაშობდა, „ტრაბზონსპორს“ კი მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა. 32 წლის ფეხბურთელმა „ბლაუგრანას“ მაისურით 103 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 6-6 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.