აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელმაც 911-ზე 11 ათასჯერ დარეკა და პოლიციელებს აგინა

911

ფლორიდის შტატში მცხოვრები 51 წლის ქალი პოლიციამ უკვე მეორედ დააკავა, რადგან 911-ზე გაუჩერებლად რეკავდა. ადგილობრივი დეპარტამენტის გამომძიებლების თქმით, ქალმა ბოლო წლის განმავლობაში პოლიციაში 11000-ჯერ დარეკა. 

პოლიციის განმარტებით, ოპერატორები ვალდებულები არიან, რომ 911-ზე შემოსულ ყველა ზარს უპასუხონ. 50 წლის ქალს კი, რომელიც დღეში თითქმის 100-ჯერ რეკავდა, პოლიციის მხრიდან დახმარება არ სჭირდებოდა.

"დაკავებული ქალი კი 911-ზე მხოლოდ იმიტომ რეკავდა, რომ პოლიციისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა", — განაცხადა პოლიციის ოფიცერმა.

50 წლის კარლა ჯეფერსონი 911-ზე შეუჩერებელი რეკვისთვის უკვე მეორედ დააკავეს. სასამართლოს დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ჯეფერსონმა 24 საათის განმავლობაში 512-ჯერ დარეკა და პოლიციელებს აგინა. 

დაკავებულ ქალს ბრალი 911-ის სისტემის ბოროტად გამოყენებისა და შეურაცხმყოფელი ზარების განხორციელებისთვის წაუყენეს.