„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ბერდია ჯოხაძე სამშობლოში ჩამოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი ამ დროისთვის ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობს.
პანაშვიდს საქართველოში უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშე, გენერალ-მაიორი სერგეი კრავჩუკი ესწრება.
მისი განცხადებით, უკრაინაში მებრძოლები როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავენ.
„სამწუხაროდ, ომი გრძელდება. ჩვენი გმირები, ჩვენი დამცველები როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების დასაცავად იღუპებიან. რუსეთის მხრიდან განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია, რომ უკრაინის შემდეგ ისინი საქართველოს მიუბრუნდებიან. თუკი ამ აგრესიას უკრაინაში ბოლოს არ მოვუღებთ, ის მთელ მსოფლიოში გავრცელდება“, - განაცხადა კრავჩუკმა.
როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, ბერდია ჯოხაძე, უკრაინაში, ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე ომში 18 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.