პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსთავში, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან და პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, ქალაქის სხვადასხვა უბანში, უკვე დასრულებულ პროექტებს, ადგილზე გაეცნო.
,,რუსთავის თანაბარი განვითარება მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციის პარალელურად, შიდა საუბნო სივრცეების ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად ვახორციელებთ. დღეისათვის 7 პროექტი უკვე დასრულებულია. ოთხ უბანში მოეწყო რეკრეაციული და დასასვენებელი სივრცეები, სპორტული და ბავშვთა გასართობი მოედნები. აღნიშნული პროექტები მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმა და სწორედ მათი თხოვნით განხორციელდა. ასევე კეთილმოეწყო შიდა ეზოები და რამდენიმე ქუჩაზე დასრულდა ქვაფენილის დაგების პროცესი“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
თოდრიასა და ლერმონტოვის ქუჩებზე, მე-12-ე და მე-8 მიკრორაიონებში შიდა საუბნო სკვერები მოეწყო. სკვერებში საფეხმავლო ბილიკებზე დაიგო დაწნეხილი ბეტონის ფილები, მოეწყო გაზონები, სარწყავი და გარე განათების სისტემები, ახალი მინი საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, საბავშვო ატრაქციონები, დამონტაჟდა ტრენაჟორები. ფიროსმანის ქუჩის #31, 33, 35, 37, 37ა-ში შიდა ეზოების კეთილმოწყობა მოხდა, ოდიშარიას, 1-ლი მაისისა და გაგარინის ქუჩებზე კი ტროტუარების რეაბილიტაციისა და გაზონების მოწყობის პროცესი დასრულდა.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 690 479 ლარით დაფინანსდა.