პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილის, სალომე კაპანაძის პირადი ცხოვრება საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას დღემდე იქცევს. შეყვარებულთან სკანდალური დაშორების შემდეგ, აინტერესებთ, არის თუ არა სალომე მზად ახალი ურთიერთობებისთვის.
როგორც თავად ამბობს, მაქსიმალურ დროს საქმეს უთმობს და ეს სიამოვნებს, თუმცა, აქვს ერთი, ახალი კრიტერიუმი.
„მეორე ნახევარზე არ ვფიქრობ და არც არასდროს მიფიქრია. თუკი რაიმე ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, თავისით, ექსპრომტად. თუ რამე კარგი და საინტერესო ხდება ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი მაშინ, როცა მარტო ვარ. აქედან გამომდინარე დავასკვენი, რომ ურთიერთობები ჩემი არ არის და მთლიანად საქმეზე ვარ ორიენტირებული, განსაკუთრებით ახლა. ძალიან მსიამოვნებს ამის კეთება და საერთოდ არ ვფიქრობ ურთიერთობებზე, მაგრამ ერთი კრიტერიუმი მაინც შემოვიტანე - თუ გადავწყვიტე რამე ურთიერთობების მხრივ, ასაკით ჩემზე გაცილებით დიდი უნდა იყოს. იმიტომ, რომ ჭკვიანი თუ არ იქნება, ცხოვრებისეული გამოცდილება მაინც ექნება და იქნებ გამიმარტივდეს ცხოვრება.“ - ამბობს სალომე კაპანაძე.