არმანის ხსოვნის საპატივსაცემოდ - ქართველი მოდელი იტალიის დროშის ფერებში ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონიალზე გამოჩნდა

მაკო მაჭავარიანი

მილან-კორტინას 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.  ცერემონიის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ ნაწილში, რომელიც ლეგენდარული დიზაინერის, ჯორჯო არმანის ხსოვნას მიეძღვნა, ქართველი მოდელი მაკო მაჭავარიანი გამოჩნდა.

მაკო იმ რჩეულ მოდელებს შორის იყო, რომლებმაც იტალიის დროშის ფერებში გადაწყვეტილი სამოსით არმანის ეპოქალური სტილი და ქვეყნის სიმბოლიკა გააცოცხლეს.

„ მადლიერი ვარ „არმანის“ გუნდის, რომ მომცეს საშუალება, ვყოფილიყავი ამ მნიშვნელოვანი დღის ნაწილი“, - წერს მოდელი სოციალურ ქსელში. 

მაკო მაჭავარიანმა (Look Modéls Managemént) სამოდელო კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო, 16 წლის ასაკში მან Giorgio Armani-ს მოდის სახლის 40 წლის იუბილე გახსნა.