1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და არც მინდა რომ მქონდეს, არასოდეს“, - ამ სიტყვებით უპასუხა პიანისტმა და პოლიტიკოსმა ელის ბოლქვაძემ წამყვანის მიერ ხატია ბუნიათიშვილის შესახებ დასმულ კითხვას - პიანისტთან მისი დაძაბულობა მითია თუ რეალობა.
ბოლქვაძის თქმით ხატია ბუნიათიშვილს გზის გაკვლევაში ის დაეხმარა, თუმცა ხატია ამას არ აღნიშნავს.
„ბუნიათიშვილი არის 10 წლით ჩემი წაყვანილი ავსტრიაში და საერთოდ არის ჩემი ინიციატივა მაგ ბავშვის გზის გაკვლევა... მე ვამაყობ იმით, რაც ჩვენ გავაკეთეთ და ოთხი წლის განმავლობაში ვასწავლეთ, თუმცა მერე ცუდად იყო სიტუაციები გამო, დაიძაბა სიტუაცია და ძალიან უნდა მთელი გულით, რომ არსად არ ჩანდეს მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ დაიმალება.
არავითარი კონფლიქტი არ მაქვს არც არავითარ კონფლიქტს არ ვაპირებ არასოდეს პირადად ნამდვილად არა ...
ისეთი რაღაცები რაც მე პირადად მაგას გავუკეთე უნიჭიერესი ბავშვი, რომელიც იყო ათი წლის მე წავიყვანე ავსტრიაში მიშელ სონის მეთოდზე გაიზარდა ავსტრიაში და ახლა ადამიანი იძახის, რომ არაფერი არავის არ გაუკეთებია და როგორ არის ახლა ეს“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ „სხვა კითხვებში“