„არ ვიცი ხვდებოდა თუ არა ამ ამბავს, რომ რაღაცა ელოდა ცუდი“ - გიორგი ნაზღაიძე ტრაგიკულად დაღუპულ შეყვარებულს იხსენებს

გიორგი

„პრაიმჰაუსს“ დღეს კიდევ ერთი მონაწილე დატოვებს. მანამდე კი მონაწილეები გასულ კვირას აჯამებენ. 

ერთ-ერთი აუტსაიდერი დღევანდელ შოუში გიორგი ნაზღაიძეა.

მან შოუში ცხოვრების იმ მძიმე პერიოდზე ისაუბრა, როდესაც საყვარელი ადამიანი ავარიის შედეგად დაეღუპა. 

„ერთ დღეს გამოჩნდა გოგო, რომელიც სიგიჟემდე შემიყვარდა, მაგრამ ავარიამ ჩემი მეორე ნახევრის სიცოცხლე იმსხვერპლა ამან ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დაღი დასვა სიყვარულის მიმართ.

არ ვიცი ხვდებოდა თუ არა ამ ამბავს, რომ რაღაცა ელოდა ცუდი. ბოლოს, როდესაც ვიყავით ერთად მაჩუქა მედალიონი და მითხრა, „ეს იყოს შენი მფარველი“. ალბათ ეს არის ნივთი, რომელიც მაძლევს ძალას, იგივე პროექტშიც ვიყო მაგრად“, - ამბობს გიორგი ნაზღაიძე.