VIDEO: მორიგი დაპირისპირება „პრაიმ ჰაუსში“ - „ასაკში ხარ ჯიგარო და ცოტა აზრზე უნდა მოხვიდე“

გიორგი ნაზღაიძე

„პრაიმ ჰაუსში“ სამი აუტსაიდერი დასახელდა. შაბათს, „რუსთავი 2“-ის ეთერში, 22:00 საათზე მაყურებელმა არჩევანი სამ მონაწილეს შორის უნდა გააკეთოს.

დაძაბული აღმოჩნდა ეს კვირა კონკურსანტებისთვის. ერთმანეთს ფიზიკურად გიორგი ნაზღაიძე და ტატო კახიძე დაუპირისპირდნენ.

„ის პერიოდი აქვს ახლა გიორგის, დაჯდება და დაიწყებს ალბათ, ტირილს, რომ ხალხმა გადაარჩინოს. გიორგი, კარგი, რა. მე მაგალითად, შენს ადგილზე შემრცხვებოდა. ეგრე ვიჯდე, 50 დისლაიქი მქონდეს და მერე დავჯდე და ხალხს ვეხვეწო დამიმესჯინონ. სირცხვილია. ეგეთი ხმებით თამაშში დარჩენა სიბანძეა. ასაკში ხარ ჯიგარო და ცოტა უნდა, აზრზე მოხვიდე,“ - ამბობს ტატო კახიძე.

 

ნახეთ ვიდეო

სხვა სიახლეები