„არ ვაჭარბებ...“ - რას ამბობს გიორგი ყიფშიძის მეუღლე მამამთილის შესახებ

ყიფშიძეები

ყიფშიძეების ოჯახი სხვადასხვა მიზეზით, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ახლახან, ლენუკა ყიფშიძემ „პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, მანამდე, საზოგადოების განხილვის საგანი მისი ძმის, გიორგი ყიფშიძის პირადი ცხოვრება გახდა...

მას შემდეგ, რაც გიორგი ასაკით უმცროს გოგოზე დაქორწინდა, საზოგადოება ამ თემას აქტიურად განიხილავდა და ზოგიერთი მათგანი აკრიტიკებდა კიდეც. გიორგის მეუღლე ენი გასიევაა, წყვილს 2 საერთო შვილი ჰყავს.

ცნობილია, რომ გიორგი ყიფშიძის უფროსი შვილი, ნატალია დედინაცვალთან მეგობრობს, მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 4 წელია.

„პრაიმტაიმი“ ენის ცნობილი ოჯახის შესახებ ესაუბრა.

- რას ნიშნავს სტატუსი ზურა ყიფშიძის რძლობა?

- ზურა ყიფშიძის რძლობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც გიდგას გვერდით არის მეგობარი, გარდა ამისა, არის მამა, ძმა.

- როგორი ბაბუაა ბატონო ზურა?

- ძალიან კარგი ბაბუაა, არ ვაჭარბებ. ყველანაირად მზრუნველი და ყურადღებიანი ადამიანია, ამას ძალიან ვაფასებ და ჩემთვის მნიშვნელოვანია.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ ნატალიასთან?

- ნატალიასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. ჩემი ახლო მეგობარია.

- ალბათ ლენუკას დიდი გულშემატკივარი ხართ...

- ლენუკას მხარს აქტიურად ვუჭერ, ჩემ ტიკტოკ გვერდზეც, სადაც ბევრი გამომწერი მყავს, სულ ამაზე ვსაუბრობ. 

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგის ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, თუ შეგიძლიათ ამაზე საუბარი?

- შემიძლია გითხრათ, რომ ახლა არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. უბრალოდ ძალიან შეაწუხეს და სიტუაცია დაძაბეს, რატომ გახდაო. 3 წლის წინ რაღაც პატარა პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვარებულია და კარგად არის.

- როგორი მამაა გიორგი?- გიორგი საუკეთესო მამაა. ბავშვები რომ გაგვიჩნდა, აქტიურად იყო ჩართული აღზრდაში, ჩემზე მეტადაც კი, სანამ მე მივეჩვიე. ბავშვებთან დაკავშირებით ყველაფერი გიორგიმ მასწავლა. ძალიან მაგარი მამაა. ნატალია დედასთან ცხოვრობს, მაგრამ ხშირად მოდის და მაქსიმალურად ართობს ბავშვებს, ძალიან მზრუნველია.