პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მომხიბვლელი, ჰაეროვანი მოდელი კრისტი ყიფშიძე უკვე წლებია, ქართულ პოდიუმს ამშვენებს. ამჯერად მისი წარმატების ფორმულით ჟურნალი „გზა“ დაინტერესდა. მოდელი გულწრფელად საუბრობს პირად ცხოვრებაზე და კარიერაზე.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- კრისტი, ოჯახის დანგრევას ძალიან ბევრი ქალი ტრაგედიად აღიქვამს, ბევრს ამის შემდეგ ცხოვრების გაგრძელებაც უჭირს. თქვენ როგორ მოერიეთ სტრესს - პროფესიის წყალობით?
- დავიწყებ იმით, რომ ეს სიტყვა არ მომწონს - რას ნიშნავს "დანგრევა"?! თუ ორი ადამიანი ერთმანეთს ვერ უგებს, მათი ურთიერთობა ამოიწურა და მომავალი აღარა აქვს, ხომ ჯობია ნორმალურად, ცივილიზებულად დაშორდნენ? თუ რაღაც არ მოგწონს და სადმე თავს ცუდად გრძნობ, ამ სიტუაციიდან გარიდება სულაც არ ნიშნავს "დანგრევას". 26 წლის ვიყავი, როცა მეუღლეს დავშორდი და ეს სასიამოვნო ფაქტი სულაც არ იყო. ფილმს რომ უყურებ და იქ შორდებიან ერთმანეთს, ამაზეც ნერვიულობ და როცა ეს შენს ცხოვრებაში ხდება, სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მაგრამ ამან არ უნდა დაგაბრკოლოს. თუ ყველაფერს სხვა თვალით შეხედავ და იფიქრებ, რომ ცხოვრება გრძელდება, რომ ყველაფერი იმიტომ ხდება, რათა შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს, ყველაფერს მშვიდად შეხვდები. შეიძლება ვერც იპოვო ადამიანი, რომელიც შენი ცხოვრების მეგზური გახდება, მაგრამ არც ესაა ტრაგედია. მთავარია, ადამიანს თავისი თავი უყვარდეს, საკუთარ თავთან იყოს ჰარმონიაში. როგორც კი ამას მოახერხებ, ეს დადებითი ენერგეტიკა ირგვლივ მყოფებზეც გავრცელდება. შენ ამ ენერგეტიკას ასხივებ და ხალხი უფრო მეტ პატივს გცემს. თავდაჯერებული და თავის ძალებში დარწმუნებული ქალი ყოველთვის მიაღწევს წარმატებას, რაც უნდა რთული ცხოვრება გამოიაროს.