აქაც მიცნეს რაა... - რა კადრებს აქვეყნებს ბუდუ ზივზივაძე ესპანეთიდან

ბუდუ ზივზივაძე

ბუდუ ზივზივაძე ოჯახთან ერთად ესპანეთში, მალიორკაზე ისვენებს. ფეხბურთელის მეუღლე ნინი კვერნაძე სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც ვიდეოდან ჩანს, ბუდუს რესტორანში ვახშმობის დროს ცნობილი სიმღერა ჩაურთეს, რომელზეც ფეხბურთელმა თავისი დასამახსოვრებელი ცეკცა შეასრულა.

აქაც მიცნეს რაა... - ამბობს ვიდეოში ბუდუ ზივზივაძე.