1728312638
„ანნას თმის სტილზე იზრუნა მამამ“ - რა ფოტოს აქვეყნებს ნინიკო ნაცარიშვილი
მოდელი ნინიკო ნაცარიშვილი instagram-ზე გამომწერებს სიახლეებს ხშირად უზიარებს. მის მიმართ გამომწერების ინტერესი არასდროს წყდებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც მოდელისა და ე.წ. „კანონიერ ქურდის“ ლავასოღლის ურთიერთობის შესახებ დაიწყო მითქმა-მოთქმა, ყურადღება გაორმაგდა.
წყვილი ამ დრომდე არ ჩნდება საჯარო სივრცეში ერთად და მათი ურთიერთობის შესახებ არც მოდელი საუბრობს.
ახლახან, ნინიკომ შვილის, ანნას ფოტო გამოაქვეყნა. გოგონას კიკინებიანი ვარცხნილობა რადიკალურად შეუცვალეს. როგორც ჩანს, დედა გამომწერების კითხვებით დაიღალა და განმარტა:
„ანნას თმის სტილზე იზრუნა ანნას მამამ. მეტი არაფერი ინერვიულოთ. ეს იმის პასუხად, რასაც მწერთ და მეკითხებით. და რაც გგონიათ...“ - დაწერა მოდელმა.