ანი ყიფშიძე შეყვარებულია - რას ამბობს იგი თავის რჩეულზე

ani yifshidze

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე ანი ყიფშიძე შეყვარებულია. 

ამის შესახებ იგი „თბილისელებთან“ საუბრობს.

„მე და უსიყვარულოდ დავრჩე? არ არსებობს. მიყვარს ადამიანი, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ, პატივს მცემს, მაფასებს, ჩემი ესმის და ჯერჯერობით ბედნიერი ვარ. თუ თავში არ გადამიტრიალდა, კიდევ ცოტა ხანს გაგრძელდება ასე (იცინის). პირადი ურთიერთობები მაინც ცოტა ისეთია, ჩემს ცხოვრებაში ერთი ადამიანი ყოველთვის არსებობს, მაგრამ სერიოზულად ვფიქრობ და არიქა, მის სახლში „სტენკის“ დადგმასა და მის ცოლობაზე ვფიქრობ-მეთქი, ასე არ არის“