ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 3 თვეში შემოწმებული 1 416 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 1 071 პირს დაუდასტურდა, მათ შორის 2 არასრულწლოვანია – შსს-ს სტატისტიკა

ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საექსპერტო-კრიმინალური დეპარტამენტის ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამსახურში 2024 წლის I კვარტალში წარდგენილ პირთა სტატისტიკას აქვეყნებს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე სულ 1 416 ადამიანი შეამოწმა, მათგან 1 071 პირს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.

ამავე მონაცემების მიხედვით, შემოწმებული მოქალაქეებიდან 1 397 მამაკაცია, რომელთა შორისაც 1 057-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა, შემოწმებული 19 ქალიდან კი ნარკოტიკული თრობის ქვეშ აღმოჩნდა 14.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებული მონაცემებით ირკვევა, ამავე საკვლევ პერიოდში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებული პირიდან 5 არასრულწლოვანი იყო, მათ შორის 2-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.