112 მოსახლეობას აფრთხილებს

112

112 მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინებით ამინდის მოსალოდნელ გაუარესებაზე აფრთხილებს.

შეტყობინებაში, რომელიც მოქალაქეებს ეგზავნებათ, ნათქვამია, რომ 26 ივნისს, საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. "მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ"- წერს 112.