„რუსთავის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე არის ორი გვამი...“ - ცოლისა და სიდედრის მკვლელის ზარი 112-ში - დაკავებულს უვადო პატიმრობა ელოდება

მკვლელობა რუსთავში

„კურიერი p.s“ შვილის თანდასწრებით ჩადენილი მკვლელობის ექსკლუზიურ დეტალებს ასაჯაროებს. მათ შორის, კლინიკის კამერის ჩანაწერებს, სადაც ცოლ-ქმარმა ერთად მიიყვანა 6 თვის შვილი კვლევებზე და შემდეგ, 112-ში ფირაშვილის მიერ განხორციელებულ ზარს, თუ როგორ რეკავს მკვლელი და აცხადებს, რომ თავად მოკლა ორი ადამიანი.

დაახლოებით 1 თვის წინ, 27 წლის  კაცმა ცოლი და სიდედრი, ჩვილის თანდასწრებით დახოცა. გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მაისს, ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, 21 წლის ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.