„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
ამერიკელი კაცი თმას 2 წელი იზრდიდა, რათა კიბოს მქონე დედისთვის პარიკი დაემზადებინა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
არიზონაში მცხოვრებ მელანის 2018 წელს ქიმიოთერაპიის გამო თმა გასცვივდა. ამის გამო მელანი დამწუხრებული იყო, რადგან არ უნდოდა, საზოგადოებაში სხვების ყურადღება მიეპყრო და მუდმივად თანაგრძნობა და წუხილი დაემსახურებინა.
მეტი დედას დაჰპირდა, რომ თმას გაიზრდიდა, რათა მისთვის ლამაზი პარიკი დაემზადებინა. ის ასეც მოიქცა. 27 წლის მეტი თმას ორწელიწად-ნახევარი იზრდიდა. როცა თმის სიგრძემ 30 სანტიმეტრს მიაღწია, მეტმა ის შეიჭრა და დედასთან ერთად პარიკების სახელოსნოში წაიღო.