პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
55 წლის ვეზი ბრანსვიკი, რომელმაც მერილენდის ლატარიაში 40 ათასი დოლარი მოიგო, ამტკიცებს, რომ ამაში გარდაცვლილი მამა დაეხმარა. მისი თქმით, ის ექსტრასენსს ესტუმრა, რომელმაც უთხრა, რომ გარდაცვლილ მამას უკვე 2 წელია სურს, შვილმა ლატარია ითამაშოს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ვეზის თქმით, გარდაცვლილი მამა ლატარიის მოყვარული იყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ვეზი ლატარიას ექსტრასენსთან შეხვედრამდეც ხშირად თამაშობდა და 2017 წელს 50 000 დოლარიც მოიგო.
ექსტრასენსმა ვეზის უთხრა, რომ გარდაცვლილ მამას სურდა, ლატარიაში შვილს კონკრეტული რიცხვები აირჩია, მაგალითად, დაბადების დღეები. ვეზის თქმით, ეს რჩევა წარუმატებელი აღმოჩნდა და შემდეგ რიცხვები თავად აარჩია, რითაც 40 000 დოლარი მოიგო. ვეზის შერჩეული 5 რიცხვიდან ლატარიის გათამაშების ნომრებს 4 დაემთხვა.
ვეზის თქმით, მოგებული თანხის დახარჯვას საკუთარი თავსა და ოჯახის წევრებზე აპირებს, რათა მათ უკეთესი მომავალი შეუქმნას.
5 ნიშანი იმისა, რომ ანგელოზი გმფარველობთ
1732355944