პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ALL STAR-ში, თქვენს გარდა, წყვილი ვინ გგონიათ კიდევ რომ იქნება?, - გიორგი ნაზღაიძის ამ კითხვამ „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილეები, ნიკოლოზ ქართველი და სალომე კაპანაძე დააბნია.
გადაცემის „ყველაზე ყვითლის“ წამყვანს, დამატებითი განმარტება დასჭირდა: „ჭორი იყო ორ ადამიანზე... სალომე კაპანაძეზე და დიასაზე, რომ მათ გარეთ რაღაც ურთიერთობა ჰქონდათ. ამას დიასაც და სალომეც უარყოფენ. ეს ჭორი აქტიურად ვრცელდებოდა...“
„ეს ჭორი ალბათ ჭორად იყო. მე მსგავსი არაფერი გამიგია. როგორც ვიცი, მეგობრობენ და კარგი ურთიერთობა აქვთ. მე და დიასას ახლო, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და მეცოდინებოდა,“ - ამბობს ნიკო ქართველი.
„ერთი თავი ვერ დამიკრეს, რომ რაღაც ჭორი გავავრცელო, ასეთი რამ გაგიგიათ?!“, - თქვა გიორგი ნაზღაიძემ მათ საპასუხოდ.