,,ახლა რაღაც უნდა ვთქვა და ისტერიკებით არავინ შემოვარდეს..." - რას წერს გურამ შეროზია 

გურამ შეროზია

ბლოგერი და "პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის გამარჯვებული, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში, რუსული ენის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,ახლა რაღაც უნდა ვთქვა და ისტერიკებით არავინ შემოვარდეს.  
რუსული ენა არ არის პუტინის ენა! ჩემთვის ეს არის დოსტოევსკის, ბულგაკოვის, ტოლსტოის, პუშკინის, ესენინის, ახმატოვას და ა.შ. ენა!

სად ეგდო ხუილო საერთოდ, ჩემი საყვარელი მწერალი რომ დოსტოევსკი იყო და ორიგინალში ვკითხულობდი, პუშკინის და ესენინის ლექსებს რომ ვსწავლობდი…

დღეს უკრაინულ რესტორანში, საკმაოდ აგრესიულად ვითხოვდი, ინგლისურად, ესპანურად, ან ქართულად მეკონტაქტეთმეთქი და მერე მივხვდი, რომ რაღაც სისულელეს ვარ აყოლილი და მეც დამიცურდა კარგად!  
კი ბატონო, რუსულად მენიუები ჩვენს ქვეყანაში და ვიღაცების უკანალში შეძრომა მარაზმია, ჩვენი ძმობის “სადღეგრძელოც” ქილერსის სცენიდან და მრავალი სხვაც. მაგრამ ენის ნებაყოფილობითი ცოდნა და მისი გამოყენება - სრულიად მისაღებია.

რატომ ვიცით ყველაფერში ეს რადიკალიზმი? ამიხსნით ვინმე არგუმენტირებულად - ენა რა შუაშია იმ მარაზმთან, რასაც ხუილო ჩადის?", - წერს შეროზია სოციალურ ქსელში.

ასევე ნახეთ:

VIDEO: შემზარავი კადრები თბილისის ქუჩებიდან - „სიკვდილს უვარდებიან ხელებში“

ჯერ ქორწილი და მერე 14 ადამიანის გარდაცვალება - შემზარავი ტრაგედიის დროს, სასწაულებრივად გადარჩენილი ბიჭის უმძიმესი ამბავი

,,გაუძელი, საქართველო! 22 აგვისტოს, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, სტიქიის 7 მსხვერპლს დაკრძალავენ...“ - ემოციური პოსტი