VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში შოვის ტრაგედიის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
,,22 აგვისტოს საქართველოში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, სტიქიის 7 მსხვერპლს დაკრძალავენ:
სოფელ ლაგვანთაში თემურ ჩარკვიანს, დიმიტრი ფირცხალავასა და ნიკა ჩალაძეს საგვარეულო სასაფლაოზე მიაბარებენ მიწას.
თბილისში (ვარკეთილის მეურნეობა, გუდამაყრის 22) სტიქიის კიდევ ერთი მსხვერპლს, სალომე ხეთაგურს გააცილებენ უკანასკნელ გზაზე.
რუსთავში კი (ლესელიძის მეორე გასასვლელი, სახლი #18) დაკრძალავენ მარიტა გუტაშვილის ოჯახის სამ წევრს:
შორენა ბიჭაშვილი-მაისურაძისას; კოტე მაისურაძეს; მარიამ მაისურაძეს...
გაუძელი, საქართველო!
სამძებრო სამუშაოები გრძელდება გრძელდება 36 ლოკაციაზე, რომლებიც დაყოფილია სექტორებად.
ბოლოს ცხედარი მდინარის კალაპოტში, ეპიცენტრიდან თითქმის 60 კმ მოშორებით, ამბროლაურის აეროდრომის მიმდებარედ იპოვეს.
ამ დროისთვის: 28 ცხედარია ნაპოვნი, 5 ადამიანს ეძებენ, 26 ცხედარი ამოცნობილია", - წერს ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში.
ასევე ნახეთ:
VIDEO: შემზარავი კადრები თბილისის ქუჩებიდან - „სიკვდილს უვარდებიან ხელებში“
„... ჩვენ მთლიანობას ვპოულობთ" - ყველაფერი, რაც მარხვის შესახებ უნდა ვიცოდეთ