„ახლა მართლა უნდა დავისვენო...“ - გურამ შეროზია სამოგზაუროდ წავიდა

გურამ შეროზია

„პრაიმ ჰაუსის“ გამარჯვებული გურამ შეროზია მოგზაურობას განაგრძობს. ამჯერად, ის ტაილანდში იმყოფება და მორიგ თავგადასავლებს გვიზიარებს.

„ჩამოვედი ტაილანდში, ვიზა საზღვარზე გაიცემა...

- ფოტო გააქვთ? მეკითხება ყურებამდე გაკრეჭილი ღიმილით მესაზღვრე.

- არა, არ გქონდათ მოთხოვნებში და რატომ უნდა მქონდეს? (ავიფოფრე, წარმოვიდგინე, რომ ფოტოს გამო მაბუნძულებენ)

- იიი ჰაჰა არაუშავს, ჩვენ გადაგიღებთ ისე ისკვანჩება - ვხვდები რაღაცაშია საქმე. მოკლედ, რაღაც ბებიაჩემის დროინდელი ტელეფონით სელფი გადამიღო, ესაა ვიზის ფოტოო და 15 დოლარი ამახია.

ვიზე ისევ ბეჭდით თხლიშა და ის ძვირადღირებული ფოტო სად წაიღო - „ჰუი ევო ზნაეტ“. მოკლედ, ასე საყვარლად და ღიად კარგა ხანია არავის დავუ*ლევებივარ. 

მერე ტაქსმა 80 დოლარიო და ბოლოს გამოძახებულით 10-ად წავედი... მარტო ვარ, გეგმები არ მაქვს, მხოლოდ პლიაჟებზე და ქალაქებში ხეტიალი, ჭამა, მასაჟები, დასვენება, ღამის ცხოვრება, ახალი მეგობრები და კიდევ რაღაცები. უნდა დავისვენო ახლა, უკვე მართლა და მართლა.

დღეს უცნობ მასპინძელთან ვრჩები ოჯახში, დედამისმა ისეთი ცხარე კერძები გაგვიმზადა - ცეცხლებს ვყრი პირიდან, არა და მეგრელი ვარ. აქა მშვიდობა მოკლედ, ეს ფოტო ზანზიბარისაა, მაგრამ რაკი ჯერ სხვა არ მაქვს - ამას დავჯერდეთ.“ - წერს შეროზია.