ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
თამარ გვერდწითელი იუბილარია. მომღერალი 61 წლის გახდა. "მზიურის" მზიანმა ბავშვობამ მისი ცხოვრება განსაზღვრა. თამრიკო მომღერალი გახდა. კარიერა რუდუნებით აშენა და დიდი სიფრთხილით ეკიდება დღემდე.
მომღერალს ახლახან, 20 ოქტომბერს დედა გარდაეცვალა. როგორც მისი პროდიუსერი ამბობს, ამან ძალზე ემოციურად იმოქმედა თამარზე, ის ჩაკეტილია, მუდმივად ტირის და დარდობს.
83 წლის ინა კოფმანს გულის დაავადება ჰქონდა და ისრაელში, საუკეთესო კარდიოლოგებთან მკურნალობის მიუხედავად, ის მაინც გარდაიცვალა. მომღერალი დედის დაკრძალვის შემდეგ, ცოტა ხნით, საქართველოში დარჩა.
პროდიუსერი სერგეი პუდოვკინი ამბობს, ემოციურად ძალიან ცუდადაა.
"სულ ტირის. სცენაზე მისი დაბრუნების შესახებ, სამწუხაროდ, ჯერ ვერაფერს ვამბობ. საშინელი სიტუაცია აქვს. მას არ შეუძლია უდედოდ ცხოვრება."
გვერდწითელი სტრესული შეტევის გამო, ორჯერ კლინიკაშიც კი მოხვდა.
დედა მისთვის შეუცვლელი მეგობარი, ზუსტი კრიტიკოსი და დიდი გულშემატკივარი იყო...
თამარ გვერდწითელი: დედა ოდესის მონასტრის სინაგოგის რაბინის შვილთაშვილი გახლდათ, მამა კი ძველი ქართული კეთილშობილური ოჯახის, გვერდწითელების შთამომავალი იყო.
თამრიკოს პირველი ქმარი რეჟისორი გიორგი კახაბრიშვილი იყო. მათ 11 წელი იცხოვრეს ერთად. ჰყავთ 36 წლის ვაჟი - ალექსანდრე. გიორგი კახაბრიშვილი შარშან გარდაიცვალა.
მომღერლის მეორე ქმარი იყო ადვოკატი დიმიტრი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა. წყვილს შვილი არ ჰყოლია, თამრიკოს გადაწყვეტილებით. ერთ დღეს დიმიტრიმ ბოსტონიდან დაურეკა: "თამარა, მე შენ მიყვარხარ. გამაგრდი, მე მოვდივარ. " ღამით შეყვარებული, ქმრის მომლოდინე ქალის ბედნიერება მოულოდნელმა სატელეფონო ზარმა შეწყვიტა: დიმიტრი გულის შეტევით გარდაიცვალა...
მომღერალი მოგვიანებით ასეთ სიტყვებს იტყვის: "მე არ მინდა მისი გარდაცვალება დავიჯერო, არ მესმის, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მას ესმის, როცა მე ვმღერი მასზე ".
გვერდწითელს ჰყავდა მესამე ქმარი, კარდიოქირურგი სერგეი ამბატელო, რომელსაც უსიამოვნოდ დაშორდა. მომღერალი თვლიდა, რომ ეს ურთიერთობა მისი შეცდომა იყო.
ახლა ერთადერთი მამაკაცი მის ცხოვრებაში მის ვაჟი - სანდროა. სანდრომ განათლება ჯერ ამერიკაში, შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში მიიღო. დაინტერესებულია მეცნიერებითა და კარიერით. ჯერჯერობით, დაოჯახებაზე არ ფიქრობს. მომღერალი შვილის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, თუმცა არც იმას მალავს, რომ ბებიობისთვის რა ხანია მზადაა.
რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მომღერალმა რუსეთში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა, რამაც ბუნებრივია, რუსული მხარე გაანაწყენა. მას შემდეგ რუსული მედია მას არასახარბიელო კონტექსტით მოიხსენიებს და ხშირად "კბენს".