პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცნობილი მომღერალი თამარ გვერდწითელი, რომელიც წლებია რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, საკმაოდ რთულ პერიოდს გადის თავის ცხოვრებაში. მომღერლის მძიმე ემოციური მდგომარეობის შესახებ რუსული მედია წერს.
ოქტომბერში მომღერალს დედა გარდაეცვალა, რომელიც მისთვის ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანი იყო. 83 წლის ინა კოფმანს გულის დაავადება ჰქონდა და საქართველოში გარდაიცვალა.
პროდიუსერი სერგეი პუდოვკინი ამბობს, რომ 60 წლის მომღერალი ამჟამად კია სახლში, თუმცა საკმაოდ ცუდად არის. „მის გვერდით ამჟამად ვაჟიშვილია და ის უწევს დახმარებას, თუმდა ემოციურად თავად ძალიან ცუდადაა. ჩვენ გუშინ ვილაპარაკეთ, თუმცა სულ ტირის გაუჩერებლად.
სცენაზე მისი დაბრუნების შესახებ, სამწუხაროდ, ჯერ ვერაფერს ვამბობ. კატასტროფული, საშინელი სიტუაცია აქვს. მას არ შეუძლია უდედოდ ცხოვრება. მასთან ერთი მთლიანი იყო: მისით ცხოვრობდა, შინ დაბრუნებული მას წარუდგენდა ყველა მიღწევას. ხომ არის შემთხვევები, როცა დედა-შვილი ვერ ძლებს უერთმანეთოდ? ეს ის შემთხვევაა. ძალიან ცუდად არის და არ ვიცი, რითი დავეხმარო“ - ამბობს მომღერლის პროდიუსერი.