„აგვისტოს 5 დღის“ რეჟისორი, 63 წლის რენი ჰარლინი მამა გახდა

reni

"გამბედაობა, თავგანწირვა, მონდომება, ერთგულება, სიმტკიცე, გული, ნიჭი, გუნება - სწორედ ამისგან არიან შექმნილნი პატარა გოგონები.

ჩვენი პატარა პრინცესა დაიბადა - 19. 07.2022

ცხოვრება იდეალურია. ამაზე ბედნიერი არასდროს ვყოფილვართ" - სოციალურ ქსელში 63  წლის ამერიკელი რეჟისორი, რენი ჰარლინი წერს და ახალშობილთან და ჯოანა ჰარლინთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს მაიამიდან.

რენის ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე გადაღებული ფილმით - "აგვისტოს 5 დღე", სადაც მიხეილ სააკაშვილის როლს ენდი გარსია ასრულებს. ფილმის მსოფლიო პრემიერა თბილისსა და ლონდონში შედგა. 2011 წელს რეჟისორთან ერთად საქართველოს სტუმრობდნენ შერონ სთოუნი და ენდი გარსია. კინოჩვენება კინოთეატრ "რუსთაველში" შედგა, რასაც ასევე წიგნი "გმირის" პრეზენტაცია დაერთო.

ჰარლინმა საქართველოში გადაღებები ომის დასრულებიდან თითქმის ერთ წელში დაიწყო. გადაღება გორში მიმდინარეობდა. ფილმში ქართველ მსახიობებთან ერთად ასევე თამაშობენ - ველ კილმერი, რუპერტ ფრენდი, ემანუელ შრიკი... სხვათა შორის, რუპერტ ფრენდს, გადასაღებ მოედანზე, საქართველოში მაშინდელმა შეყვარებულმა, ამერიკელმა მსახიობმა, კირა ნაითლმა ჩამოაკითხა.