პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ადიდასისთვის 2022 წელი რთული აღმოჩნდა. ბალენსიაგასთან ჩაშლილი თანამშრომლობისა და თომ ბრაუნთან წაგებული საქმის გარდა, ბრენდისთვის ყველაზე დიდი დარტყმა კანიე უესტთან ურთიერთობის შეწყვეტა და Yeezy-ს სნიკერების გაყიდვიდან ამოღება გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გერმანული სპორტული სამოსის კომპანიამ გასულ ხუთშაბათს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი 2023 წლის დანაკარგს 1.3 მილიარდ დოლარად აფასებენ. მათ აქვე აღნიშნეს, რომ სავარაუდოდ 535 მილიონი დოლარით დაეცემა ოპერაციული შემოსავალიც.
2022 წლის ოქტომბერში, ადიდასში კანიე უესტთან თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება რეპერის არაადეკვატური, ანტისემიტური და შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ მიიღეს. ადიდასმა კანიეს ქცევას „მიუღებელი, სიძულვილისა და საფრთხის შემცველი” უწოდა.
ადიდასის CEO-მ, ბიორნ გულდენმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ისინი „არ ოპერირებენ ისე, როგორც უნდა ოპერირებდნენ,” პარალელურად, ადიდასის აქციები 0.73%-ით დაეცა. “ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ყველაფერი თავის ადგილზე და დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ. ადიდასი ისევ გაბრწყინდება. ჩვენ უბრალოდ ცოტა მეტი დრო გვჭირდება",ამბობს გულდენი.