9 წლის გოგომ მწერების კოლექცია იელის უნივერსიტეტს გადასცა და საპატიო მეცნიერის ტიტული მიიღო

gogona

9 წლის ამერიკელმა გოგონამ მწერების კოლექცია იელის უნივერსიტეტს გადასცა და საპატიო მეცნიერის ტიტული მიიღო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება ბობი უილსონმა მას შემდეგ მიიღო, რაც ინტერნეტსივრცეში სტატიას გაეცნო ბუზებისა და სხვა მწერების სახეობების გადაშენების საფრთხეების შესახებ. მისი კოლექცია 27 დაფისგან შედგება.

საყურადღებოა, რომ სახეობების შესწავლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან მათ დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ სხვადასხვა საზიანო მწერთან ბრძოლაში. ასეთი მწერები თავს ესხმიან ყურძენს, სხვადასხვა ხილის ნაყოფს და სახლის მცენარეებსაც კი.

გოგონა მწერების შეგროვებითა და შესწავლით 5 წლიდან დაინტერესდა და სხვადასხვა ადგილას მოგზაურობისას მათი ფართო კოლექცია შექმნა.