5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს წაიკითხეთ
1742878427
რატომ შეიცვალა ფინანსური კუთხით მზია გეწაძის ცხოვრება უარესობისკენ პოპულარობის შემდეგ, რის გამო აღმოჩნდა ის რთულ მდგომარეობაში და რა გეგმა აქვს სამომავლოდ - ამის შესახებ იგი „თბილისელებთან“ საუბრობს.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„ფული არსებობისთვის აუცილებელ საშუალებას წარმოადგენს, რომლის გარეშეც ვერ იცხოვრებ. ფული არ არის ლამაზი ქალი, რომ შეგიყვარდეს, მაგრამ საჭიროებას ნამდვილად წარმოადგენს. პირველად მუშაობა 28 წლის ასაკში დავიწყე ქუთაისში პედაგოგად. დასაწყისში მხოლოდ ორთვიანი წყვეტა მქონდა და მას შემდეგ არ გავჩერებულვარ, სულ ვმუშაობდი. დღეს სამსახური აღარ მაქვს.
„სიცრუის დეტექტორში“ ჩემი გამოსვლის შემდეგ რესტორანში მოვიდა ერთი ქალბატონი დაბადების დღის აღსანიშნავად და უთქვამს, მზიამ არ იმღეროსო. დირექტორი დათანხმდა. ჩემ გვერდით ბიჭები მუშაობდნენ, მათაც თავი დაუხარეს, კარგი, არ იმღეროს მზიამო. გადამიწყვიტეს, რა უნდა მექნა. ეს რომ გავიგე, ძალიან გავნერვიულდი შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. 24 წელი ვიმუშავე რესტორანში და ასეთი შემთხვევათა არ მქონია“, - ამბობს მზია გეწაძე.
სახლში ვზივარ ისიც იმის ხარჯზე, რომ ქუთაისში ბინა მაქვს გაქირავებული, ამით ვჭამ საჭმელს. მშობლები გარ-დამეცვალნენ,ქმარი მე არ მყავს და საყვარელი. შვილს თავისი ოჯახი აქვს, თავისი პასუხისმგებლობები აკისრია. ქუთაისში ფულის გადახდა არავის უნდა ჩემი ერთადერთი ხსნა კი თბილისია, რამდენჯერაც თბილისში მომიწვიეს ამ დაფასებაც იყო, პატივისცემაც და ანაზღაურებაც“, - დასძენს მომღერალი