პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Dior-ის ჩვენებაზე გამოსვლის შემდეგ Chanel-ის ჩვენებაზეც გამოვიდა და 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა. მისმა სილამაზემ მსოფლიო კიდევ ერთხელ აალაპარაკა.
ქართველ მოდელს შეხვდებით წამყვანი მსოფლიო ბრენდების ვიდეორგოლებში, ყველაზე ცნობილი ჟურნალების გარეკანებზე, ცნობილი დიზაინერებისა და მოდის სახლების Instagram-ებზე და ჩვენებებში.
პირველი კონტაქტი მოდის სააგენტოში 14 წლისამ გააფორმა. 16 წლიდან საზღვარგარეთ ცხოვრობს.
„გაქცეულს მოვაბრუნებო, ქართველები ასე ამბობენ, ცოტ-ცოტა ყველა ენაზე ვსაუბრობ. ვსაუბრობ იტალიურად, ესპანურად, ინგლისურად თავისთავად, ფრანგულადაც.“ - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში გოგონა.
სრული სახელი და გვარი მატილდა მარიამ გვარლიანია. მოდელის განმარტებით, ბებიას სურდა, მისთვის მარიამი დაერქიათ, დეიდამ კი გოგონას სახელად მატილდა შეურჩია. საბოლოოდ კი ორ სახელს ატარებს.
22 წლის მატილდა უკვე წლებია წარმატებულად თანამშრომლობს ისეთ მსოფლიო ბრენდებთან, როგორიცაა: „დოლჩე და გაბანა“, „დიორი“, „ფენდი“, „ვალენტინო“. ახალგაზრდა მოდელი უკვე 2 წელია „რედ ვალენტინოს“ სახეა.