„21 დღე რეანიმაციაში იყო... ოპერაციაზე რომ შეიყვანეს, ზუსტად მაგ დროს რეპეტიცია მქონდა“ - მარიკო ებრალიძე

მარიკო ებრალიძე

მარიკო ებრალიძე „პრაიმტაიმთან“ ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე საუბრობს. მომღერალმა ერთ-ერთი რთული ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც მისი შვილი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემით კლინიკაში იმყოფებოდა და თავად, სცენაზე ყოფნამ მოუწია.

„უფროს ბიჭს წითელა გაურთულდა, ფილტვების პრობლემა შეექმნა. მოგვიწია, რომ 21 დღე რეანიმაციულ მეთვალყურეობის ქვეშ ყოფილიყო. იმ პერიოდში „მიმღერეში“ ვიყავი. ტვ „იმედი“ და იაშვილის კლინიკა ხომ გვერდიგვერდაა. ბავშვი ოპერაციაზე რომ შეიყვანეს, ზუსტად მაგ დროს რეპეტიცია მქონდა. მოვკიდე ნივთებს ხელი, რობოტივით გადავედი რეპეტიციაზე. ერთხელ გავიარე, მერე დავრეკე, ვიკითხე: „გამოიყვანეს ოპერაციიდან?“ მერე იყო მეორე სიმღერის რეპეტიცია. მერე კიდევ დავრეკავდი, მესამე რეპეტიცია. კიდევ დავრეკავდი: „გამორთეს აპარატიდან?!“ არა, ჯერ არა - მეუბნებოდნენ...

სცენაზე რომ ავდივარ, ყველაფერი მავიწყდება. შეიძლება ეს ვინმესთვის პარადოქსი და მიუღებელი იყოს. სცენაზე რომ ავსულიყავი და ისევ დემეტრეზე მეფიქრა, ვერ ვიმღერებდი. ჩემი პროფესია გვერდით დამიდგა,“ - იხსენებს მარიკო ებრალიძე.

ინტერვიუ ვრცლად ↓