ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მალხაზ მაქაცარია

გავრცელებული ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ე.წ. პროკურატურის ცნობით, მალხაზ მაქაცარიამ „საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა“. 

გალმედიას ინფორმაციით, კაცი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

როგორც სუსში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და დგინდება დეტალები.