66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
აშშ-ში კომპანია ძილის წინ ყველის ჭამის მსურველებს 1000 დოლარს გადაუხდის. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, Sleep Junkie-ს ვებგვერდი, რომელიც ძილის კვლევასა და მატრასების მიმოხილვაზე მუშაობს, 1000 დოლარს სთავაზობს მათ, ვინც 3 თვის განმავლობაში ძილის წინ ერთი და იმავე სახეობის ყველს მიირთმევს.
ამ გზით კომპანიას სურს დაადგინოს რამდენად ახდენს ყველი სიზმრების შინაარსზე გავლენას.
ორგანიზაციის განცხადებით, კვლევაში მონაწილეობა 21 წელს მიღწეულ ნებისმიერ პირს შეუძლია, ვისაც ღამით მარტო სძინავს. კვლევის პერიოდში მონაწილეებმა დეტალურად უნდა აღწერონ ნებისმიერი სიზმარი, ან კოშმარი, რომელსაც ნახავენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 VIDEO: ლელა წურწუმია ახალი ჰიტით რეიტინგების მოხსნას აპირებს - ნახეთ ვიდეო
👉 ძლიერი წვიმა, სიცივე და ქარი - გაფრთხილება ამინდის შესახებ