დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
წელს ქართველმა „ნაპოლის“ ახალი ისტორია დაწერა. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ" 33-წლიანი პაუზის შემდეგ, 33-ე ტურში მე-3-ედ მოიგო იტალიის ჩემპიონის ტიტული!
დიეგო მარადონას ქალაქში ვხედავთ ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას პორტრეტებს, მაისურებს, საქართველოს დროშებს... სხვადასხვა ატრიბუტებს...
ნეაპოლს მხოლოდ იმიტომ არ უყვარს ხვიჩა, თავისი ფეხბურთით ახალი ცეცხლი რომ დაანთო იტალიის სტადიონებზე - ის უყვართ თავმდაბლობისა და დიდი პროფესიონალიზმის გამოც.
ნეაპოლიტანურ ერთ-ერთ გვერდზე გავრცელდა ვიდეო, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ. არ ვიცით ვინ არის ეს ბავშვი, მაგრამ ნათელია, რომ ბავშვი სიმსივნეს ებრძვის. ამ მძიმე დიაგნოზის მიუხედავად, ბავშვი ხვიჩა კვარაცხელიაზეა შეყვარებული... და ასე ცეკვავს ქართველი ფეხბურთელის მაისურში გამოწყობილი.
სამწუხაროდ, ყოველი ჩვენგანს ერთხელ მაინც წაუკითხავს სოციალურ ქსელში, საინფორმაციო სააგენტოების ვებგვერდებზე ინფორმაცია, რომ სიმსივნით დაავადებულ, ბავშვს, მოზარდს, ახალგაზრდას, მრავალშვილიან დედას დახმარება ესაჭიროება...
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფო სრულად დააფინანსებს ონკოლოგიური დაავადებების მქონე 300 ბავშვის მკურნალობას.
საუბარია თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილ დაწესებულებებზე, სადაც ერთ სივრცეში იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი, როგორც დიაგნოსტიკური, ისე - სამკურნალო მიმართულებით. საზღვარგარეთ ბავშვების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია.