პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
10 წლის წინ გამოცემული წიგნი მწერლის შვილის ტიკტოკის წყალობით ბესტსელერი გახდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამერიკელმა მწერალმა, ლოიდ დევერო რიჩარდსმა თრილერის ჟანრის სადებიუტო რომანი, Stone Maidens, 10 წელზე მეტი ხნის წინ, 2012-ში, გამოსცა. ნაწარმოებზე მუშაობას ავტორმა 14 წელი შეალია, მაგრამ გამოსვლის შემდეგ წიგნს დიდი გამოხმაურება ნამდვილად არ მოჰყოლია.
თუმცა, ახლა უკვე 74 წლის რიჩარდსის შვილმა გადაწყვიტა, რომ მამამისის წიგნი მეტ ყურადღებას იმსახურებდა. მარგერიტ რიჩარდსმა გეგმაც დაისახა და რომანის პოპულარიზაცია ტიკტოკის მეშვეობით განიზრახა. ლოიდი კი თავიდან ამ აზრს სკეპტიკუ
@stonemaidens you all are amazing! Life can be hard and then it can be wonderful suddenly (still crying) #stonemaidens ♬ original sound - lloyd
რად უყურებდა, თუმცა, სულ მალე დარწმუნდა, რომ მისი შვილის გეგმამ გაამართლა.
მამამისისა და წიგნის შესახებ გადაღებულ ვიდეოს, რომელიც მარგერიტმა ტიკტოკზე განათავსა, 44 მილიონი ნახვა და 10 მილიონამდე მოწონება ხვდა წილად.