ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ნაკრების მატჩებს გამოტოვებს

ზურიკო დავითაშვილი

2 ივნისს, საქართველოს ეროვნული გუნდი სანაკრებო პაუზის პირველ შეხვედრას რუმინეთთან გამართავს, რომლის პირდაპირ რეპორტაჟსაც საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

თბილისში მიმდინარე შეკრებაზე, „მიხეილ მესხი 2-ზე“ საქართველოს ნაკრებში 23-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა.

ზურიკო დავითაშვილი ივნისის ამხანაგურ შეხვედრებს კუნთის ტრავმის გამო გამოტოვებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ხვიჩა კვარაცხელია, ეროვნულ გუნდს მომდევნო დღეებში შეუერთდება.

ცნობისთვის, 1-ელ ივნისს, საქართველოსა და რუმინეთის საფეხბურთო ნაკრებები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ.