ზურაბ ხიზანიშვილი 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ზურა ხიზანა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ყოფილი ასისტენტი, ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

მისი ხელმძღვანელობით 19-წლამდელთა ნაკრები 2026 წელს შესარჩევ ციკლს დაიწყებს, რომელიც ახალი ფორმატით გაიმართება.

ზურაბ ხიზანიშვილი 2017 წლიდან 2020 წლამდე მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, პარალელურად 16-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ამზადებდა.

2021 წლიდან ხიზანიშვილი ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლის ასისტენტად მუშაობდა.