ვილი სანიოლის განცხადება მნიშვნელოვანი მატჩის წინ

სანიოლი

დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე გამოვლენ, ყველაფერს გააკეთებენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად, რადგან გუნდში დიდი კონკურენციაა, - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, თითოეულმა ფეხბურთელმა, ვისაც სურს, რომ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, იცის, რომ ბევრი უნდა იშრომოს.

„შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება და დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე გამოვლენ, ყველაფერს გააკეთებენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად, რადგან გუნდში დიდი კონკურენციაა. თითოეულმა ფეხბურთელმა, ვისაც სურს, რომ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, იცის, რომ ბევრი უნდა იშრომოს. ბევრ ფეხბურთელს აქვს პროგრესი და ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ძალიან კარგია, როდესაც დიდი არჩევანი მაქვს. ხვალინდელ შეხვედრაში გვიბრუნდება გურამ კაშია მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოერგება იმ ახალ ტაქტიკურ სქემას, რომლითაც სომხეთში ვითამაშეთ“, - აღნიშნა მან.

ხვალ საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთის ნაკრებთან ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენად საპასუხო შეხვედრას ჩაატარებს. მატჩამდე 1 დღით ადრე, გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს, ხოლო ეროვნულმა გუნდებმა ბოლოჯერ ივარჯიშეს.