VIDEO:„როგორ გამოითქმის შენი ქართველი გუნდელის გვარი?“ - ჟურნალისტის კითხვა და ოსიმენის პასუხი

ოსიმენი&კვარა

როგორც იცით, მომდევნო 1 კვირის განმავლობაში ფეხბურთელები თავიანთ ნაკრებებთან ერთად მონაწილეობას ამა თუ იმ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში მიიღებენ.

სწორედ ასე, „ნაპოლის“ ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი ნიგერიაში იმყოფება და აფრიკის ერთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ამ დროს, ოსიმენს ადგილობრივმა ჟურნალისტმა შეკითხვა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაუსვა:

ჟურნალისტი - „საკმაოდ ბევრ ადამიანს აინტერესებს თუ როგორ წარმოითქმის შენი ქართველი თანაგუნდელის გვარი (რომელიც გოლების გატანასა და საგოლე პასების შესრულებაში შენი მთავარი მეგობარია), ამას შეგნებულად არ წარმოვთქვამ, რადგან მსურს, რომ პასუხი შენგან მივიღო. აქ ბევრს აინტერესებს ამაზე პასუხი, ჩვენ გვსურს, რომ მისი გვარი სწორად წარმოვთქვათ.."

ვიქტორ ოსიმენი - „მისი გვარი წარმოითქმის როგორც კვარაცხელია, თუმცა გუნდში მას კვარას ვეძახით. სიმართლე გითხრათ, თავიდან მისმა გვარმა ცოტა დაგვაბნია, თუმცა შემდეგ თავადვე გვითხრა, რომ კვარა დაგვეძახა, ამიტომ მას ასე ვეძახით, რეალურად კი ხვიჩას სრული გვარი კვარაცხელიაა“.