მოსამართლე

სამართალი 1783686910

გიორგი კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს - დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ

გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს, დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.გამოძიების ინფორმაციით, დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ, კაჭარავას ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო, გიორგი კვარაცხელიაზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს.ბრალდებულებმა გიორგი კვარაცხელიას 11 წლის წინ, მისივე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ესროლეს. ის თავის არეში დაიჭრა და სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.დანაშაული 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კო

სამართალი 1783657860

2015 წელს მოკლული გიორგი კვარაცხელიას და გახსნილ საქმეს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შესაბამის უწყებებს მადლობას უხდის

2015 წელს მოკლული გიორგი კვარაცხელიას და ნინი კვარაცხელია გახსნილ საქმეს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შესაბამის უწყებებს მადლობას უხდის.„დღეს, ჩემი ძმის, გიორგი კვარაცხელიას, მკვლელობის საქმე, 11 წლის შემდეგ, გახსნილად გამოცხადდა.ოჯახის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს“, - წერს ნინი კვარაცხელია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ორი ბრალდებულის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

სამართალი 1783656845

გიორგი კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

 11 წლის წინანდელი გახმაურებული მკვლელობის საქმეზებრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახეზე სასამართლომ უახლოეს საათებში უნდა იმსჯელოს.პროკურატურა თორნიკე კაჭარავასა და დავით დეკანოსიძის მიმართ პატიმრობას ითხოვს.სულ სხვა დანაშაულის გამო ამჟამად უკვე მსჯავრდადებულ კაჭარავას ბრალი ციხეში ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის მუხლით გუშინ წარედგინა, დავით დეკანოსიძემ კი ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა და მასზე სამართალდამცველები ძებნას აცხადებენ.ცნობისთვის, 21 წლის გიორგი კვარაცხელია 2015 წელს, ფანჯიკიძის ქუჩაზე ჩაცხრილეს. მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება. მოკლულის ოჯახი დარწმუნებულია, რომ დამნაშავეებს წლების განმავლობაში ხელს გავლენიანი პირები აფარებდნენ.

გიორგი ბარდაველიძე

პოლიტიკა 1783600755

გიორგი ბარდაველიძე გიორგი კვარაცხელიას საქმეზე: დღეს ოჯახი არის გახარებული. საგამოძიებო უწყებებმა და პროკურატურამ დადეს შედეგი, რისთვისაც ოჯახის სახელით ვუხდი მადლობას. ძალიან რთული იყო 10 წლის შემოდებულ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება

შურისძიების მოტივით ჩაიდინეს აღნიშნული დანაშაული. ორივე პიროვნება, რომელმაც გასროლა განახორციელა გიორგი კვარაცხელიას მიმართ, განზრახ მოქმედებდა, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ბარდაველიძემ.მისივე თქმით, ვიდრე გავლენიანი პირები ჩაერეოდნენ აღნიშნულ საქმეში და დაულაგებდნენ საქმეს, არაერთი მამხილებელი მტკიცებულება იყო მოპოვებული.„დღეს ოჯახი არის გახარებული. საგამოძიებო უწყებებმა და პროკურატურამ დადეს შედეგი, რისთვისაც ოჯახის სახელით ვუხდი მადლობას. ძალიან რთული იყო 10 წლის შემოდებულ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. ბრალდების მხარემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულმა მუშაკმა, ვინც ამ საქმეზე მუშაობდა მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინა“, - აღნიშნა გიორგი ბარდაველიძემ.2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია, პროკურატურა ორ პირს ბრალდებას წარუდგენს.

დავით დეკანოსიძის ადვოკატი

სამართალი 1783597575

ცოტა ხანში მივალ პოლიციის განყოფილებაში, გამაცნობენ ბრალს და გადმომცემენ მასალებს - გიორგი კვარაცხელიას მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის დავით დეკანოსიძის ადვოკატი

გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, დავით დეკანოსიძის ინტერესებს ადვოკატი ალექსანდრე ჩხეიძე დაიცავს. უფლებადამცველის განმარტებით, მას დაკავებულის ოჯახი დაუკავშირდა და ბრალის დადგენილებას, ასევე საქმის მასალებს უახლოეს დროში გაეცნობა."დღეს ტელევიზორში ვუყურე პროკურატურის ბრიფინგს, სადაც განაცხადეს, რომ გახსნილია 11 წლის წინ ჩადენილი გიორგი კვარაცხელიას მკვლელობა და ერთ-ერთ პირს, რომელსაც ედავებიან ჯგუფურ მკვლელობას, დავით დეკანოსიძეს ვიცავ მე. დამიკავშირდა ოჯახი. ცოტა ხანში მივალ პოლიციის განყოფილებაში - გამაცნობენ ბრალს და გადმომცემენ მასალებს. მე არ მაქვს მასთან [დავით დეკანოსიძესთან] კავშირი," - განაცხადა ალექსანდრე ჩხეიძემ.ცნობისთვის, გიორგი კვარაცხელიას მკვლელობა 2015 წელს მოხდა. გამოძიების მასალების მიხედვით, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ორმა პირმა, დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ, ახალგაზრდა კაცს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. თავის არეში მძიმედ დაჭრილი კვარაცხელია კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.წლების განმავლობაში საქმე გაუხსნელი იყო, თუმცა პროკურატურამ სავარაუდო დამნაშავეთა ვინაობა ახლახან გამოავლინა. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კვარაცხელიას დედ

სამართალი 1783594085

„სამართალმა ჩვენამდეც მოაღწია...“ - გიორგი კვარაცხელიას დედის კომენტარი შვილის მკვლელობის საქმის გახსნაზე

2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია და ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალი ორ პირს წარედგინება. გამოძიების ინფორმაციით, წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო, ბრალდებულებმა ახალგაზრდა კაცს საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ესროლეს, რაც 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.დამნაშავეების დაკავებასა და საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადება მოკლული გიორგი კვარაცხელიას დედამ, ინგა კვარაცხელიამ გააკეთა."სამართალმა ჩვენამდეც მოაღწია. მადლობა საქართველოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა ამ სასტიკი მკვლელობის გახსნაში. დიდი ხანია ამას ველოდებით ოჯახი და იმედი გვაქვს, თორნიკე კაჭარავა, დავით დეკანოსიძე და ყველა ის ადამიანი, ვისაც იოტისოდენა წვლილი მიუძღვის ამ საქმის ჩაფარცხვაში, კანონის მაქსიმალური სასჯელით დაისჯებიან. მიმდინარეობს გამოძიება და იმედი მაქვს, ყველა ის ადამიანი, აბსოლუტურად ყველა, ვისაც იოტისოდენა წვლილი აქვს საქმის ჩაფარცხვაში, მაქსიმალურად იქნება დასჯილი. საერთოდ არ იცნობდა ჩემი შვილი არც კაჭარავას და არც დეკანოსიძეს. დავინახე ყველაფერი - ვარ პირადად თვითმხილველი და შემდეგ სხვა დეტალებზე ვისაუბრებ სასამართლოზე," - განაცხადა ინგა კვარაცხელიამ.

გიორგი კვარაცხელია

სამართალი 1783581890

ვინ არიან გიორგი კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები - ახალი დეტალები პროკურორის ბრიფინგიდან

2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარედგინება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბოლო პერიოდში ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი გარემოებების და ფაქტების შესახებ.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ, ამ უკანასკნელის ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო, გიორგი კვარაცხელიაზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს.2015 წლის 25 დეკემბერს, თორნიკე კაჭარავა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 7,65 კალიბრის მქონე, ხოლო დავით დეკანოსიძე ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 9მმ კალიბრის მქონე ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები მივიდნენ თბილისში, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა №3ბ-ში მდებარე გიორგი კვარაცხელიას საცხოვრებელ კორპუსთან და დაახლოებით 20:36 საათზე, მაშინ როდესაც გიორგი კვარაცხელია ეზოში იმყოფებოდა, ბრალდებულებმა მრავლობითი გასროლა განახორციელეს მისი მიმართულებით, რის შედეგადაც გიორგი კვარაცხელიამ თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა ქალას ძვლების და თავის ტვინის დაზიანებებით და მიუხედავად აღმოჩენილი დახმარებისა, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.ბრალდებულებს, თორნიკე კაჭარავას ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოსიძეს დაუსწრებლად წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ძვ. რედაქცია, განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.დავით დეკანოსიძეზე გამოცხადდება ძებნა.შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, აღნიშნულ საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კვარაცხელია

სამართალი 1783580580

გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია - რა დეტალებს ასაჯაროებს პროკურატურა

2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარედგინება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბოლო პერიოდში ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი გარემოებების და ფაქტების შესახებ.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ, ამ უკანასკნელის ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო, გიორგი კვარაცხელიაზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს.2015 წლის 25 დეკემბერს, თორნიკე კაჭარავა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 7,65 კალიბრის მქონე, ხოლო დავით დეკანოსიძე ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 9მმ კალიბრის მქონე ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები მივიდნენ თბილისში, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა №3ბ-ში მდებარე გიორგი კვარაცხელიას საცხოვრებელ კორპუსთან და დაახლოებით 20:36 საათზე, მაშინ როდესაც გიორგი კვარაცხელია ეზოში იმყოფებოდა, ბრალდებულებმა მრავლობითი გასროლა განახორციელეს მისი მიმართულებით, რის შედეგადაც გიორგი კვარაცხელიამ თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა ქალას ძვლების და თავის ტვინის დაზიანებებით და მიუხედავად აღმოჩენილი დახმარებისა, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.ბრალდებულებს, თორნიკე კაჭარავას ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოსიძეს დაუსწრებლად წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ძვ. რედაქცია, განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.დავით დეკანოსიძეზე გამოცხადდება ძებნა.შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, აღნიშნულ საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

dzmebi kakuliebi

სამართალი 1783579520

დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ

 22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ძმებ კაკულიებს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდებათ.ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, კაკულიებისა და საერთაშორისო ძებნაში მყოფ ბუსა ჟვანიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა აგვისტოში ჩატარდება.ადვოკატის დავით კუტალაძის განაცხადებით, ეს სტანდარტული პროცედურაა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, მაშინ, როცა კონკრეტულ ადამიანს ბრალად ედება 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. აღნიშნულში განსაკუთრებული არაფერია და ვფიქრობ, რამე განსხვავებული შედეგის მოლოდინი არც ერთ მხარეს არ გააჩნია, არც ბრალდების და არც დაცვის მხარეს.ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ კი, ძმებ კაკულიებს 2022 წელს, არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.ბუსა ჟვანიაზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას, ის 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. ნიკო კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

სანდრო მამუკელაშვილი

სპორტი 1782974538

სანდრო მამუკელაშვილი კარიერას „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ გააგრძელებს

სანდრო მამუკელაშვილი „ლოს-ნჯელეს ლეიკერსის“ კალათბურთელია. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა NBA-ს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო და ლეგენდარულ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის საერთო ღირებულებაც 52 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს ქართულ კალათბურთში ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტია, სრულიად ქართულ სპორტში კი მეორე ადგილს იკავებს, ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ.საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ცნობით, სწორედ ამ კონტრაქტზე მოლაპარაკებების გამო ვერ ეხმარება მამუკელაშვილი ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე.ეს მამუკელაშვილისთვის მეექვსე სეზონი იქნება NBA-ში. „მილუოკისა“ და „სან ანტონიოს“ შემდეგ, „ტორონტოში“ გატარებული სეზონის დასრულებისთანავე მან უარი თქვა კონტრაქტის გაგრძელებაზე და თავისუფალი აგენტის სტატუსით აღნიშნულ კლუბში გადასვლა აირჩია.

მაგდა კლდიაშვილი

სპორტი 1782285636

მაგდა კლდიაშვილი ცნობილ ვიდეოზე, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავს: დღემდე ყველა სიტყვას ხელს ვაწერ, რაც ვთქვი

სპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი, რომელიც ცნობილ ვიდეოში, დავით ერაძესთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავს და ამცირებს, აცხადებს, რომ "ყველა სიტყვას ხელს აწერს", რაც მაშინ თქვა.მისი თქმით, როცა კვარაცხელია გალანძღა, მაშინ საზოგადოება ფეხბურთელს სახეზე ვერ ცნობდა. აღნიშნული კომენტარი, კლდიაშვილმა, ანალიტიკოს დავით ბრაგვაძის ფეისბუქ-პოსტზე დაწერა, რომელმაც, თავის მხრივ, რუსეთ-უკრაინის ომი მიიჩნია ხვიჩა კვარაცხელიას წარმატების ფაქტორად: "პუტინს რომ ის საზარელი ომი არ დაეწყო, კაცმა არ იცის კიდევ რამდენი წელი ჩარჩებოდა ხვიჩა რუსეთში, ... იმ ომის გარეშე ჯერ სავარაუდოდ ევროპული ტიტული არც ექნებოდა, ორ ჩემპიონთა ლიგაზე ზედმეტია ლაპარაკი.""დათო, ძალიან დიდი მადლობა. არასოდეს არავინ შეწუხებულა ჩემი ბულინგით, იმით, რაც ამდენი წლის განმავლობაში ხდებოდა. სხვების “უფლებადამცველებიც” მაგ ნაკადში იყვნენ სხვათა შორის, ღირსი რომ ვიყავი, რაც ხდებოდა. დღემდე ყველა სიტყვას ხელს ვაწერ, რაც ვთქვი. ეს, თუ ვინმემ არ იცის, ხვიჩა კვარაცხელიას სახეზე ვერ ცნობდნენ და მამუკა ჯუღელისგან ვერ განარჩევდნენ, იმ დროს, როცა ეგ გადაცემა ჩაიწერა. ეს ბატონი ვინაა, ვისაც ჰგონია, რომ მე მენტალური პრობლემები მაქვს, გონში არ ვარ და არც მაინტერესებს. შენ რატომ მოგაბრალა ეგ ნარატივი, რომ მე მენტალურად პრობლემური გგონივარ, მე არ ამომიკითხავს. დიდი ხანია ჩვენ ერთმანეთი არ გვინახავს, მაგრამ მენტალურად არამდგრადს რომ არ მიცნობ, კი იცი. ისე, ძაან კაი გოგო ვარ, ამ ხალხმა კი არ იცის, მარა შენ კი იცი და რასაც ვლაპარაკობ, ზუსტად ვიცი, რასაც," - წერს მაგდა კლდიაშვილი.აღნიშნული თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც იუთუბერმა გიორგი კალატოზმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით მაგდა კლდიაშვილის ნათქვამში, "რაღაცები მართალი იყო."

გიორგი კალატოზი

სპორტი 1782206280

გიორგი კალატოზის შეფასებით, ცნობილ ვიდეოში, როდესაც დავით ერაძე და მაგდა კლდიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავენ და ამცირებენ - „არ ვამართლებ იმ ნარატივს რაც იქ გაჟღერდა, რაღაცები შეიძლება მართალი იყო“

კომენტატორმა, გიორგი კალატოზმა, გადაცემაში „ორშაბათობა“ ისაუბრა ცნობილ ვიდეოზე, რომელშიც დავით ერაძე და მაგდა კლდიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავენ და ამცირებენ.კალატოზის შეფასებით, იმ ვიდეოში „რაღაცები მართალი იყო.“„კვარაცხელიას თემაზე მაგდა კლდიაშვილმა რომ ილაპარაკა, ჩემპიონთა ლიგა რომ იყო და კიდევ რომ მოიგო, ეგ რომ გინდება, მე არ გეუბნები რომ იმათ სწორად ილაპარაკეს, მე ბევრი შენიშვნა შეიძლება ვთქვა მაგ ვიდეოზე, რომ არ მომეწონა ეს სხვანაირად უნდა მომხდარიყო, მე კი არ ვამართლებ იმ ნარატივს რაც იქ გაჟღერდა, რაღაცები შეიძლება მართალი იყო, მთლიანობაში არ ვარ მაგ მხარეს, სხვანაირად ვიტყოდი მე, მაგრამ ახლა ჩემპიონთა ლიგას იგებს მეორედ კვარაცხელია. მოდი Facebook-ზე შევალ ახლა, იმათ ფოტოს დავდებ, აი ძალიან ცუდი საქციელია, ჯერ ხომ იმ ადამიანების მიმართაც, რა დააშავეს ეგეთი, რამხელა ბულინგის წინაშე არიან, ხალხო, თქვენ ვერ ხვდებით“, - განაცხადა გიორგი კალატოზმა.