ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
ხვიჩა კვარაცხელია შეყვარებულთან, ნიცა თავაძესთან და ოჯახის წევრებთან ერთად საპატრიარქოში იმყოფებოდა, წყვილი ილია მეორემ პირადად მიიღო და დალოცა.
როგორც „პრაიმტაიმს“ მამა შალვა კეკელიამ განუცხადა, წყვილი ჯვრისწერისთვის ემზადება და სწორედ ამას უკავშირდებოდა მათი პატრიარქთან შეხვედრა.
„ძალიან გახარებულები იყვნენ ხვიჩა და მისი მშობლები. მისი საცოლე საოცარი გოგონაა, ასევე იყვნენ ნიცას მშობლები და ხვიჩას ძმა. პატრიარქმა დალოცა ჩვენი ქვეყნის სიამაყე. წყვილი ჯვრისწერას აპირებს და პატრიარქმა ჯვრისწერისთვის მაცხოვრის ხატი გადასცა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ალბათ, მარხვის შემდეგ ჯვარს დაიწერენ.
ნიცას საოცარი მშობლები ჰყავს, თავდაბლები, გულიანები. ასეთ შვილს სხვანაირი მშობელი ვერ გაზრდიდა.“ - გვითხრა მამა შალვამ.
ცნობილი ხდება წყვილის ქორწინების თარიღიც. სავარაუდოდ, ქორწილი და ჯვრისწერა სეზონის დამთავრების შემდეგ იქნება.
სოციალურ ქსელში ნიშნობის ბეჭდის ფოტოც გავრცელდა.
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მარტში ჩასატარებელი მატჩებისთვის მზადება მარტის ბოლოს თბილისში დაიწყო. გუნდი ორ შეხვედრას გამართავს – 25 მარტს მონღოლეთს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება, ხოლო 28 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას უმასპინძლებს. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება. საქართველოს ნაკრები ბათუმში დღეს, 24 მარტს გაემგზავრა.